“ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები, დავუდგეთ თავდებში ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს, რომ იმ ბიუჯეტის აღსრულებაში, რომლის შესრულებაშიც აბსოლუტურად არანაირი მონაწილეობა არ გვაქვს, არ ვმონაწილეობთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არ ვართ არც ერთ დონეზე წარმოდგენილი, შესაბამისად, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას. თავისუფალი დემოკრატები 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ,”– განაცხადა ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს.
ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდეომარემ განაცხადა, რომ 2015 წლის ბიუჯეტში არის ბევრი საკითხი, რომლსაც თავისუფალი დემოკრატები მხარს უჭერენ. ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მიესალმება საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის ბიუჯეტის გაზრდას, თუმცა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს შემთხვეაში ეს საკმარისი არ არის.
ჩიქოვანის განმარტებით, სწორედ დაფინანსების სიმცირით იყო განპირობებული ჯარისკაცების კვების საკითხი.
“ის მოთხოვნა, რომლიც თავის დროზე იყო დაყენებული ბიუჯეტის კიდევ უფრო მეტ ზრდასთან დაკავშირებით, რაც რეალურად გახდიდა იმას შესაძლებელს, რომ თუნდაც მინიმუმ და როგორც მინიმუმ, ის ყბადაღებული თემა, როემელიც ყოველდღიურად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და, რაც მთავარია, ჩვენს ჯარისკაცებს, ანუ მათი კვების საკითხი ყოფილიყო დარეგულირებული და ეს არ გამხდარიყო პოლიტიკური ინსინუაციებისა და სპეკულაციების საკითხი. დიახ, რესურსების სიმცირე იყო განმაპირობებელი იმისა, რომ თუნცად 2 წელიწადში ვერ მოგვარდა 30 ათასამდე საქართველოს ჯარისკაცის კვების საკითხი,”– განაცხადა ჩიქოვანმა.









