ახალი ამბები

რომის პაპი: სამოთხე ღიაა ცხოველებისთვის

12 დეკემბერი, 2014 •
რომის პაპი: სამოთხე ღიაა ცხოველებისთვის

“ერთ დღესაც სამოთხეში ჩვენ ისევ შევხვდებით ჩვენს ცხოველებს. სამოთხე ღიაა ღვთის ყველა ქმნილებისთვის,”– თქვა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე თავისი ყოველკვირეული მიმართვისას, რათა ენუგეშებინა პატარა ბიჭი, რომელსაც ძაღლი მოუკვდა.

 

The New York Times წერს, რომ ფორდამის უნივერსიტეტის ქრისტიანული ეთიკის პროფესორის, ჩარლზ ქემოსის განცხადებით, რთულია დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა იგულისხმა პაპმა, რადგან ის საუბრობდა პასტორალური ენით, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მეცნიერებმა უნდა გააანალიზონ. პროფესორმა დაადასტურა, რომ პაპის ამ სიტყვებმა შესაძლოა გამოიწვიოს დისკუსია იმის შესახებ, აქვთ თუ არა ცხოველებს სული და შეიძლება თუ არა მათი სული მოხვდეს ზეცაში.

 

Times-ის ცნობით, პაპ ფრანცისკეს, თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, უფრო ლიბერალური მიდგომები აქვს. პაპმა იმედი მისცა ჰომოსექსუალებს, დაუქორწინებელ წყვილებსა და დიდი აფეთქების თეორიის მხარდამჭერებს. ახლა კი მან თავი შეაყვარა ძაღლების მოყვარულებს, ცხოველთა უფლებების დამცველებსა და ვეგეტარიანელებს.

პაპმა ფრანცისი სტამბოლში ვიზიტისას. პაპის ვიზიტი თურქეთში 30 ნოემბერს დასრულდება. © EPA, 29.11.2014
პაპმა ფრანცისი სტამბოლში ვიზიტისას. პაპის ვიზიტი თურქეთში 30 ნოემბერს დასრულდება. © EPA, 29.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი