ახალი ამბები

ირაკლი ხვადაგიანს 9-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

21 ივნისი, 2019 • 2019
ირაკლი ხვადაგიანს 9-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს, ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს საქალაქო სასამართლომ  9-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა „ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმოჩილებლობის“ გამო.

სხდომას ესწრებოდა „სოვლაბის“ მკვლევრი, ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი, რომლის თქმითაც ჩვენება მისცა ერთმა პოლიციელმა, როლმაც თქვა, რომ მას არ დაუპატიმრებია ირაკლი ხვადაგიანი, მაგრამ ენდობა შედგენილ ოქმს.

„ირაკლის ძმის, დათო ხვადაგიანის პროცესს ველოდებით ახლა, სავარაუდოდ იგივე იქნება. კონვეიერულად მუშაობს სასამართლო, როგორც 1937 წელს“ – გვითხრა დავით ჯიშკარიანმა.

ირაკლი ხვადაგიანი 20 ივნისის აქციის შემდეგ დააკავეს. მისივე თქმით, იგი დაკავების დროს სცემეს.

ამავე თემაზე: 

დაკავებულია „სოვლაბის“ ორი მკვლევარი – „დაკავების დროს გვცემეს“

მასალების გადაბეჭდვის წესი