ახალი ამბები

დაკავებულია „სოვლაბის“ ორი მკვლევარი – „დაკავების დროს გვცემეს“

21 ივნისი, 2019 • 3677
დაკავებულია „სოვლაბის“ ორი მკვლევარი – „დაკავების დროს გვცემეს“

20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულნი არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარები, ირაკლი ხვადაგიანი და დათო ხვადაგიანი.

„აქციის დარბევის დროს დამაკავეს. აქციის დაშლის დროს, დაკავების მომენტში გვცემეს. ყველას, ვინც მოგვიყვანეს აქ, 200-ზე მეტი ადამიანის მოჰყავთ ეტაპობრივად, მუხლი არის ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა,“ – გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა, რომელიც ამჟამად საქალაქო სასამართლოში იმყოფება.

______________

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

ფოტო ირაკლი ხვადაგიანის ფეისბუქგვერდიდან 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი