ახალი ამბები

მერიის სტრუქტურებში დასაქმებულები საახალწლოდ მე–13 ხელფასს მიიღებენ

12 დეკემბერი, 2014 •
მერიის სტრუქტურებში დასაქმებულები საახალწლოდ მე–13 ხელფასს მიიღებენ

დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მერიის სტრუქტურებში დასაქმებულ 17 ათას ადამიანს საახალწლოდ მე-13 ხელფასი დაერიცხება.

 

სამუშიას თქმით, გუშინ საკრებულოს უმრავლესობამ შეხვედრა გამართა თბილისის მერიის საფინანსო გუნდთან, სადაც შემუშავდა წინადადება, რომ დაიწყოს თანხების მოძიება, რათა თბილისის თვითმმართველობასა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმების თანამშრომლებმა, ასევე შპს “სინათლის ქალაქში” დასაქმებულმა ადამიანებმა წინასაახალწლოდ გარკვეული ფინანსური შეღავათები მიიღონ.


საკრებულოს ცნობით, ამ ინიციატივას საკრებულოს დეპუტატები დღეს დაგეგმილ ბიუროზე და შემდგომ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

თბილისის მერია
თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი