ახალი ამბები

პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება – მდინარაძე

21 ივნისი, 2019 • 1455
პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

“მე შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურა არ განიხლება და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას”, – განაცხადა მდინარაძე.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად იღებს. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი ორი კვირის ვადაში ირჩევს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს.

ამავე თემაზე:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი