ახალი ამბები

რუსული მხარე თბილისში დაწყებული არეულობის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს – გავრილოვი

21 ივნისი, 2019 • 2687
რუსული მხარე თბილისში დაწყებული არეულობის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს – გავრილოვი

“რუსულმა მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს  თბილისში მოწყობილი არეულობის გამოძიებასა და მის მხარდამჭერთა გამოვლენაში”, – ამის შესახებ რუს ჟურნალისტებს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განუცხადა.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებში და არც ხელისუფლების დესტაბილიზაციის მცდელობა გვაქვს, თუმცა რუსეთის მიმართ აგრესიული და მტრული ქმედებები გამოძიებული უნდა იქნას”.

ასევე, გავრილოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დასჯის იმ პირებს, ვინც პაუხისმგებლები არიან თბილისში მოწყობილი არეულობაზე.

სერგეი გავრილოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.  რუსეთის დუმის დეპუტატმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

მოგვიანებით გამართული აქცია თბილისში ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი.

რუსულ “კომერსანტთან” საუბრის დროს რუსეთის დუმის დეპუტატმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ, სერგეი გავრილოვმა განმარტა, რატომ დაიკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი.

“სადაც მასპინძელი მხარე მიწვევს დასაჯდომად, იქ ვიკავებ ადგილს. პროტოკოლით ეს საპატიო ადგილი სწორედ გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეს ერგება და არა მდივნებს. ამ შემთხვევაში მე ვარ მისი პრეზიდენტი”.

მისივე თქმით, ის უკვე მჯდარა სხვა ქვეყნების პარალემენტის იდენტურ სავარძლებში, თუმცა აქამდე პრობლემა არ შექმნია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი