ინდექსი მოიცავს 150-ზე მეტ ქვეყანას, თუ რა ხარჯებს წევენ ისინი სამხედრო სფეროზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ასევე, იზომება მოსახლეობის წილი, რომელიც ამ სფეროშია დაკავებული, და ერთ სულ მოსახლეზე მძიმე შეიარაღების რაოდენობა. რეიტინგი დგება 1000-ქულიანი სისტემით, სადაც 1000 ქულა მაქსიმალური დონეა მილიტარიზაციის.
პირველ ადგილზეა ისრაელი (831.61 ქულა), მეორეზე – სინგაპური (800.85 ქულა). სომხეთი 782.99 ქულით მესამე ადგილს იკავებს. გასულ წელს ამ რეიტინგის მიხედვით სომხეთი მეოთხე ადგილზე იყო. პირველ ათეულში წელს შევიდნენ – სირია (773.56 ქულა), რუსეთი (760.95 ქულა), კვიპროსი (757.12 ქულა), სამხრეთ კორეა (756.72 ქულა), იორდანია (748.74 ქულა), საბერძნეთი (746.78 ქულა) და აზერბაიჯანი (746.19 ქულა).
რეიტინგში აღნიშნულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ბოლო წლებში არსებითად ზრდიან თავიანთ სამხედრო პონეტციალს და ხარჯებს შეიარაღებაზე. ორი მეზობელი ქვეყნის მილიტარიზაციის მაღალი დონე უკავშირდება დაურეგულირებელ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |