ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს წევრები იკრიბებიან

21 ივნისი, 2019 •
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს წევრები იკრიბებიან

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან. რამდენიმე წუთში პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა დაიწყოს. მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ოფისში უკვე იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ შესაძლოა განიხილონ ზაქარია ქუცნაშვილისთვის პარლამენტარის მანდატის ჩამორთმევის საკითხი. ეს ინფორმაცია პარტიის წარმომადგნელებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

ერთადერთი, ვინც ოფისთან კომენტარი გააკეთა, უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი იყო. მან თქვა, რომ საზოგადოება არ უნდა აჰყვეს პროვოკაციას.

_____

წუხელ საქართველოს პარლამენტთა საპროტესტო აქციაზე მისულ ათასობით ადამიანს პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაუშინა. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.

სპონტანური პროტესტი თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა და ასამბლეის წევრებს რუსულად მიმართა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამის საპასუხოდ თქვეს, რომ კობახიძე არ გადადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი