ახალი ამბები

საერთაშორისო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

21 ივნისი, 2019 • 1513
საერთაშორისო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდნენ, პოლიციამ რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა.

რუსთაველის გამზირზე მომხდარ სისხლიან შეტაკებას ეხმაურება მსოფლიო მედია.

„ბევრი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რა პოლიციამ დემონსტრანტებს საქართველოში რეზინის ტყვიები დაუშინა,“ – წერს ბრიტანული „გარდიანი“.

„გარდიანი“ პოლიციისა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების ფოტო და ვიდეო კადრებსაც ავრცელებს და იმ მიზეზებზე წერს, თუ რამ გამოიწვია თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია.

„საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს ტერიტორიები დე ფაქტოდ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

რუსი დეპუტატის გამოჩენამ, რომელიც აღიარებს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულად ლაპარაკმა, გამოიწვია არეულობა საქართველოში,“ – წერს გარდიანი.

„რუსი კანონმდებლების ვიზიტის შემდეგ გაბრაზებულმა ქართველებმა პარლამენტზე შეტევა მიიტანეს,“ – წერს როიტერსი.

„როიტერსის“ თანახმად, პროტესტი თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მივიდა.

„პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე საათიანი შეტაკების შემდეგ ათეულობით ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია, რეზინის ტყვიების, ქვების და გაზის მოწამვლის შედეგად,“ – წერს „როიტერსი“.

“დემონსტრანტებმა სცადეს შეტევა პარლამენტზე, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის ვიზიტი დასრულდა,“ – წერს CNN.

მასალების გადაბეჭდვის წესი