ახალი ამბები

რას წერს BBC თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

21 ივნისი, 2019 • 2620
რას წერს BBC თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

BBC რუსული ბიურო თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ დედაქალაქში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა ასამბლეის მონაწილეებს.

„პოლიციამ თბილისში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას. მანამდე ისინი ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას“, – წერს BBC.

ბიბისის რუსული ბიუროს თქმით, პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე,  საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან დელეგატებს რუსულ ენაზე მიმართა. ამან კი საქართველოს რიგითი მცხოვრებლების და პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.

BBC რუსული ბიურო სხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პარლამენტის შენობასთან აქციაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც შესძლეს პოლიციის ჯაჭვის გარღვევა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სხვა ოფიციალური პირების გადადგომას. ზოგიერთი მათგან თან ჰქონდა ევროკავშირის დროშები და პლაკატები – „რუსეთი ოკუპანტია“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი