ახალი ამბები

აქციაზე ვახტანგ მეგრელიშვილი დაკავეს – იაგო ხვიჩია

21 ივნისი, 2019 • 1726
აქციაზე ვახტანგ მეგრელიშვილი დაკავეს – იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, “გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დააკავეს. მისი თქმით, მეგრელიშვილი  კრწანისის რაიონის პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა არ იცის რა მუხლით არის მეგრელიშვილი დაკავებული. ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს დაუკავშირდა, უწყებისგან პასუხს ამ დრომდე ველით.


პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი