ახალი ამბები

რა უნდა გააკეთოთ, თუ ცრემლსადენ გაზს ჩაისუნთქავთ

21 ივნისი, 2019 • 1607
რა უნდა გააკეთოთ, თუ ცრემლსადენ გაზს ჩაისუნთქავთ

თუკი ცრემლსადენი გაზი შეისუნთქეთ, აჯობებს, ასე მოიქცეთ:

  • პირველ რიგში, გაზის გავრცელების არეალს გაეცალეთ;

სუფთა ჰაერზე გადით. თუ შესაძლებელია, სახე ქარს/ნიავს მიუშვირეთ.

  • გამოიფერთხეთ ცხვირი და გადმოაფურთხეთ;

ასე გამოდევნით პირის ღრუდან ქიმიკატებს, რაც, სავარაუდოდ, გაზის ჩასუნთქვისას შეგყვათ

  • გამოიცვალეთ ტანსაცმელი

ტანსაცმელი ადვილად იჟღინთება ცრემლსადენი გაზის შემადგენელი ნივთიერებებით და შესაძლებელია, სიმპტომებმა უფრო მეტხანს არ გაგიაროთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიხადოთ ის ტანისამოსი, რაც შესუნთქვის მომენტში გეცვათ.

  • ამოიბანეთ თვალები

თუკი კონტაქტური ლინზები გაქვთ, მოიხსენით. თვალი ცივ წყალს მიუშვირეთ, ოღონდ მანამდე თავი ოდნავ გადახარეთ იმ მხარეს, რომელი მიმართულებითაც აპირებთ წყლის გამოვლებას. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარესაც.

  • გაიწმინდეთ კანი

დაასველეთ პირსახოცი კანოლის ზეთში და კანზე დაისვით. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გაიწმინდეთ კანი სხვა, ეთილის სპირტით დასველებული ნაჭრით. თვალებთან ფრთხილად იყავით.

  • ცივი წყალი გადაივლეთ

თავი აარიდეთ ცხელ წყალს, რადგან ცხელი წყალი ფორებს ხსნის და ამის გამო, შესაძლოა, უფრო მწვავე შეგრძნება გამოიწვიოს.

დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს. ეს რჩევები ვერ ჩაანაცვლებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.


თბილისის ცენტრში პოლიცია უკვე რამდენიმე საათია არბევს აქციის მონაწილეებს ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით.

ფოტოები, რომელზეც სავარაუდოდ თვალის დაზიანებებია აღბეჭდილი – მძიმე კადრები

მასალების გადაბეჭდვის წესი