ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოლიდარობა ხადიჯა ისმაილოვას – აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან [Video, Photo]

10 დეკემბერი, 2014 • • 1131
სოლიდარობა ხადიჯა ისმაილოვას – აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან [Video, Photo]

“ჩემთვის ეს ჟურნალისტი სიმამაცის მაგალითია, იმიტომ, რომ იმ გარემოებებში, რა გარემოებებშიც მას მუშაობა უხდებოდა, მისი პროფესიული საქმიანობა იყო ნამდვილი სიმამაცე. სამწუხაროდ, სრულიად ლოგიკურია, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ ის დააპატიმრა, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლება გამოირჩევა 21-ე საუკუნისთვის ასეთი შეუსაბამო შეზღუდვით,”- ამბობს თამარ გურჩიანი, უფლებადამცველი.

“ხადიჯა ამჟამად ციხეშია იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობდა და თავის ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულდებდა. როგორც რადიო თავისუფლების წარმომდგენელი, ძალიან მადლობელი ვარ ასეთი მხარდაჭერისთვის, როგორც მინიმუმ დაანახებს ეს აქცია ადამიანების ძალას, მხარდაჭერასა და სოლიდარობას,”- ამბობს მარინა ვაშაყმაძე, რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი.

“ეს აქცია ნაკლებად მოიტანს შედეგს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც კავკასიაში პირველმა მოიპოვა ჭეშმარიტი დემოკრატია. ამ დემოკრატიის დონეზე შეიძლება დავა, მაგრამ ის ბევრჯერ აღემატება დემოკრატიას აზერბაიჯანში. ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან ემოციური იქნება ეს აქცია, ვინაიდან ისინი ამ მიმართულებიდან საფრთხეებს ხედავენ,”- ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ხაჯი ხაჯიევი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.

“მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს და შეწყვიტოს ოპონენტების დევნა. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ და ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი იმისათვის, რომ დაასრულოს რეპრესიების ტალღა აზერბაიჯანში და მიაღწიოს სინდისის პატიმრების გათავისუფლებას,”- ეს არის ამონარიდი იმ მიმართვის ტექსტისა, რომელიც აქციის მონაწილეებმა აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელს გადასცეს. ეს უკანასკნელი აქციის ორგანიზატორთა ვინაობით დაინტერესდა. პირად საუბარში საელჩოს თანამშრომელმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ აქციასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებდა, თუმცა თქვა, რომ აინტერესებს, რა წერია მიმართვის ტექსტში. 

პლაკატები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა აქციის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის საელჩოსთან დატოვეს, საელჩოს თანამშრომელმა ნაგვის ურნაში გადაყარა. 

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც არაერთი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა ელიტური კორუფციისა და პრეზიდენტ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესზე, დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ისმაილოვა ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში 5 დეკემბერს გამოიძახეს საქმეზე, რომელშიც სხვა ჟურნალისტი მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურის რეპორტიორ ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ხადიჯა ისმაილოვას მხარდამჭერი აქცია თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან 10.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი