ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თავისუფლება ხადიჯა ისმაილოვას“ – აქცია ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოსთან [ფოტო]

10 დეკემბერი, 2014 • • 1153
“თავისუფლება ხადიჯა ისმაილოვას“ – აქცია ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოსთან [ფოტო]

აქციას აზერბაიჯანის საკონსულოდან არავინ გამოხმაურებია, საკონსულომ, ასევე, არ ჩაიბარა ხელმოწერილი პეტიცია, რომლითაც აქციის წევრები ხადიჯა ისმალოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 

„თავისუფლება ხადიჯა ისმალოვას”, „მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანელ კოლეგებს“  – ამ მოწოდებებით შეიკრიბნენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბათუმში, აზერბაიჯანის საკონსულოსთან, გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას მხარდამჭერ, სოლიდარობის აქციაზე. ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც არაერთი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, ელიტური კორუფციისა და პრეზიდენტ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესზე, გასულ კვირას დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

„არა აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტი დედამიწის რა წერტiლში იქნება და სად შეეზღუდება მას მუშაობის უფლება, ამიტომ, სადაც არ უნდა მოხდეს ასეთი ფაქტი, ყველა ჟურნალისტმა უნდა გამოხატოს სოლდარობა“ – აღნიშნა მერაბ წულუკიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა „ბათუმელებთან“.   

მასალების გადაბეჭდვის წესი