ბახტაძე: ჩვენ საქმე გვაქვს პროვოკაციასთან

საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მან პროვოკაცია უწოდა პროცესს, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტთან ვითარდება.

„მეც ვარ საზოგადოების ნაწილი და ჩემთვისაც ეს ყველაფერი იყო ისე მიუღებელი, როგორც თითოეული თქვენთაგანისთვის და ბუნებრივია, ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს, არის იმის მაგალითი, რომ ჩვენ გვაქვს საქმე პროვოკაციასთან. დიახ მეგობრებო, თქვენი პროტესტი არის სამართლიანი და მე ვარ თქვენს გვერდით ამ პროტესტში, მაგრამ ამავე დროს, ეს უპასუხისმგებლო, ძალადობაზე ორიენტირებული ძალა ცდილობს ეს გამოიყენოს პროვოკაციის წყაროდ და ბუნებრივია, ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა სახელმწიფომ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს და არც მისცემს“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე: 

პოლიციამ აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com