პარლამენტთან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის და თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე დაძაბულიბაა.
სპეცრაზმის კორდონის გარღვევას რამდენიმეჯერ შეეცადნენ აქციის მონაწილეები, რომლებმაც სპეცრაზმის რამდენიმე წევრი უკვე გაიყვანეს აქციიდან – მანამდე მათ წაართვეს სპეციალური აღჭურვილობა- ჩაფხუტები და ფარები.
აქციის მონაწილეები ცდილობენ უსაფრთხოდ გაიყვანონ აქციის ტერიტორიიდან და არ მიაყენონ ფიზიკური შეურაცხყოფა.
ამგვარი დაპირისპირება მიმდინარე აქციაზე უკვე რამდენჯერმე მოხდა. უცნობია ამ დროისთვის რამდენ სპეცრაზმელს დაატოვებინეს მიმდინარე აქცია.