ახალი ამბები

შაქარიშვილის მხრიდან ენმ-ს კრიტიკას აქციაზე დაპირისპირება მოჰყვა

20 ივნისი, 2019 • 1481
შაქარიშვილის მხრიდან ენმ-ს კრიტიკას აქციაზე დაპირისპირება მოჰყვა

პარლამენტის წინ აქციაზე თბილისის საკრებულოს წევრის, ვატო შაქარიშვილის გამოსვლას, რომლის დროსაც მან თქვა, რომ აქცია ენმ-ს აქვს „ოკუპირებული“, დაპირისპირება მოჰყვა.

აქციაზე სხვებთან ერთად მივიდნენ პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი და საკრებულოს წევრები, ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი, რომლებიც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები არიან. შაქარიშვილი ტრიბუნასთან მივიდა და თქვა:

„დღეს, ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს ნაციონალურ მოძრაობას ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი“. ამ განცხადებას ხალხში ჯერ სტვენა, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აქციის მონაწილეების ნაწილმა ფიზიკური ძალის გამოყენებით მოაშორა შაქარიშვილი ტრიბუნას. საბოლოოდ, ტერიტორია სამივე მათგანს დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი