ახალი ამბები

დემონსტრანტები ხელისუფლებისგან საჯარო ბოდიშს ითხოვენ [Live]

20 ივნისი, 2019 • 1196
დემონსტრანტები ხელისუფლებისგან საჯარო ბოდიშს ითხოვენ [Live]

დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელში შევიდნენ, თუმცა საშვების უქონლობის გამო, დაცვამ შეაკავა და შენობის სიღრმეში არ შეუშვა. ახლა ისინი სასტუმრო რედისონისკენ მიემართებიან, სადაც, მათი ინფორმაციით, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უნდა იმყოფებოდეს.

დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ გავრილოვის ამბის გამო.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს იმპიჩმენტს ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი