შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს პრესისთვის და საზოგადოებისთვის განმარტებები არ გაუკეთებია.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თანამდებობები დატოვეს – “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილმა ზვიად ჯანყარაშვილმა, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა, შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მალხაზ ჩიკვილაძემ, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა, გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ.
