ახალი ამბები

გავრილოვს პარლამენტში აღარ შემოვუშვებთ — „ევროპული საქართველოს“ წევრები

20 ივნისი, 2019 • 2538
გავრილოვს პარლამენტში აღარ შემოვუშვებთ — „ევროპული საქართველოს“ წევრები

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და აცხადებენ, რომ აღარ შემოუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა.

გენერალური ასმაბლეის სესიაზე შესვენება იყო გამოცხადებული, როდესაც ევროპული საქართველოს დეპუტატები და აქტივისტები მოვიდნენ. ამ დროისთვის სხდომის განახლება ვერ ხერხდება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ასამბლეის სხდომა ჩაიშლება.

ადევნეთ თვალი „ნეტგაზეთის“ პირდაპირ ეთერს პარლამენტიდან:

გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

რუსეთის დეპუტატი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში – ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი