ახალი ამბები

“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” – გუშინდელ ინციდენტებზე პასუხისმგებლები ჯერ გამოკვეთილი არ არიან

20 ივნისი, 2019 • 627
“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” – გუშინდელ ინციდენტებზე პასუხისმგებლები ჯერ გამოკვეთილი არ არიან

“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ – ეს არის შსს-ს პასუხი კითხვაზე, ხომ არ არის პასუხისმგებელი გამოკვეთილი “თბილისი პრაიდის“ აქტივისტებისთვის ღია სატელეფონო ნომრებიდან სიკვდილის მუქარების გაგზავნაზე. უწყებას იგივე პასუხი აქვს მეტროს ინციდენტზეც.

გუშინ, 20 ივნისს “თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებმა გაავრცელეს მოკლეტექსტური შეტყობინებების სქრინებს. სქრინებში მათ უცნობი პირები მოკვლით ემუქრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

რაც შეეხება მეტროს ინციდენტს, საზოგადოებრივი მუწყებლის ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილი კაცების ჯგუფი 19 ივნისს, გვიან  ღამით, ორ ბიჭს იმის გამო დაესხა თავს, რომ მათ საყურე ეკეთათ.

ვიდეო:

თბილისის მეტროში 2 ბიჭს თავს საყურის გამო დაესხნენ – პირველი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი