ახალი ამბები

ჰომოფობიური აქციის მონაწილეები ვერის ბაღში დაბრუნდნენ

19 ივნისი, 2019 • 1482
ჰომოფობიური აქციის მონაწილეები ვერის ბაღში დაბრუნდნენ

ჰომოფობიური ჯგუფი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე თბილისის პრაიდის წინააღმდეგ “გამაფრთხილებელ” აქციას მართავდა, ვერის ბაღში დაბრუნდა. მსვლელობამდე, ჯგუფის წევრები სწორედ აღნიშნულ ბაღში იკრიბებოდნენ.

ჰომოფობიური აქცია ერთ-ერთ ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ დაიწყო. შეკრების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სწორედ ამ მისამართზე მდებარეობს “თბილისის პრაიდის” ოფისი, თუმცა არ აკონკრეტებდნენ, საიდან ჰქონდათ ეს ცნობა.

შეკრებაზე მყოფი გურამ ფალავანდიშვილი ამბობდა, რომ ოფისი უნდა დაიხუროს, “წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი მოინდომებს მის დახურვას და აჭედვას”.

ჰომოფობიური ჯგუფების მობილიზების გამო, საკუთარი ოფისები დატოვეს როგორც “თბილისის პრაიდის”, ისე ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციის – “თანასწორობის მოძრაობის” – წარმომადგენლებმა.

“თბილისი პრაიდის“ აქტივისტების განცხადებით, მანამდე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის ოფისთან ულტრამემარჯვენე დაჯგუფება უნდა მისულიყო. ამასთანავე, პრაიდის ორგანიზატორებმა პირად ნომრებზე სიცოცხლის მოსპობის მუქარები მიიღეს.

პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი