ახალი ამბები

ჰომოფობიური ჯგუფი შეიკრიბა ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც, მათი თქმით, “პრაიდის” ოფისია

19 ივნისი, 2019 • 1040
ჰომოფობიური ჯგუფი შეიკრიბა ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც, მათი თქმით, “პრაიდის” ოფისია

თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ჰომოფობიური ჯგუფია შეკრებილი. შეკრების მონაწილეების ინფორმაციით, ამ ადგილზე “თბილისის პრაიდის” ოფისი მდებარეობს.

ისინი არ აკონკრეტებენ, საიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ პრაიდის ოფისი აღნიშნულ მისამართზეა განთავსებული. მათი თქმით, ეს “საიდუმლოა”.

შეკრებაზე მყოფი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ოფისი უნდა დაიხუროს, “წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი მოინდომებს მის დახურვას და აჭედვას”.

ჰომოფობიური ჯგუფების მობილიზების გამო, საკუთარი ოფისები დატოვეს როგორც “თბილისის პრაიდის”, ისე ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციის – “თანასწორობის მოძრაობის” – წარმომადგენლებმა.

“თბილისი პრაიდის“ აქტივისტების განცხადებით, მანამდე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის ოფისთან ულტრამემარჯვენე დაჯგუფება უნდა მისულიყო. ამასთანავე, პრაიდის ორგანიზატორებმა პირად ნომრებზე სიცოცხლის მოსპობის მუქარები მიიღეს.

პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი