ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც არაერთი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა ელიტური კორუფციისა და პრეზიდენტ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესზე, დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ისმაილოვა ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში 5 დეკემბერს გამოიძახეს საქმეზე, რომელშიც სხვა ჟურნალისტი მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურის რეპორტიორ ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება