ახალი ამბები

ზელენსკის მსგავსად შადრევანში გასაგრილებლად სააკაშვილმაც გაირბინა

19 ივნისი, 2019 • 1473
ზელენსკის მსგავსად შადრევანში გასაგრილებლად სააკაშვილმაც გაირბინა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად, დღეს 19 ივნისს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შადრევანში გაირბინა.

ზელენსკი რამდენიმე დღის წინ უკრაინის ქალაქ მარიუპულში იმყოფებოდა, სადაც მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, შადრევანში გასაგრილელად შეირბინა.

მსგავი ქმედება დღეს მიხეილ სააკაშვილმაც გაიმეორა, რომელიც ოდესაში იმყოფება. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სააკაშვილი წერს:

“რა თქმა უნდა, მარიუპოლში შადრევნები კარგია, მაგრამ არც ოდესაშია უარესი!“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩაფრინდა. მანამდე, 28 მაისს, მას უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა.

ამის შემდეგ სააკაშვილს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავისი პოლიტიკური პარტიის, “უდარის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა და საპარლამენტო არჩევნებში საკუთარ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ზელენსკისა და სააკაშვილის პოლიტიკურ კავშირს, ზელენსკიმ განმარტა, რომ მას სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს.

ამავე თემაზე:

“სააკაშვილის ასეული” – ექსპრეზიდენტმა უკრაინაში საარჩევნო სია წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი