ახალი ამბები

სირიაში პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

8 დეკემბერი, 2014 •
სირიაში პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

“თურქეთში იყო წასული სამუშაოდ და რამდენი ხანია, რაც სირიაში გადასულია, ეგეც არ ვიცით,”– ამბობს ის.

 

რწმუნებულის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ და როგორ აცნობა ცათიაშვილის დაღუპვის ამბავი მის ოჯახსა და ნათსავებს სოფელ ბირკიანში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სირიაში საქართველოს მოქალაქე ცათიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

 

Reuters–ის ცნობით, სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირას ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს დამასკოს საერთაშორისო აეროპორტისა და ქალაქ დიმასის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ისრაელმა სირია რამდენჯერმე დაბობმა. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, დამომბვები გამიზნულია ისლამისტი მილიტარისტული დაჯგუფების, ჰეზბოლას წინააღმდეგ, რომელიც ლიბანში არის განლაგებული. გარდა ამისა, სირიას ბობმავს კოალიცია, რომელსაც აშშ უძღვება. მათი სამიზნე “ისლამური სახელმწიფოა”.


სირიაში ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძვიან პანკისის ხეობიდან წასული საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის უკვე 8 დაღუპულია. ცათიაშვილამდე სირიაში დაიღუპა გურამ გუმაშვილი. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა ოქტომბერში გავრცელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი