ახალი ამბებირეკლამა

რკინიგზამ თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

19 ივნისი, 2019 • 718
რკინიგზამ თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“  21, 22, 23 და 24 ივნისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.  

 მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

21, 22, 23, 24/06/2019    თბილისი – ბათუმი – თბილისი   #852/851
 გასვლა- თბილისი  ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი  ჩამოსვლა- თბილისი
08:50 14 :15 19:15 00:40


შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და  Biletebi.ge
 მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

მასალების გადაბეჭდვის წესი