შსს-ს ცნობით, დაკავებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლის, 41 წლის მელეიქა გ-ს მოკვლა სცადა, თუმცა გასროლა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც მეუღლეს თავისი კუთვნილი ავტომანქანით შეეჯახა. მელეიქა გ. ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებაში მითითებულია, რომ მკვლელობა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
შეგახსენებთ, რომ წელს ქალის მკვლელობის 20-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა საქართველოში.
