ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ხოფის ბაზრობის ხანძართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

8 დეკემბერი, 2014 •
ადვოკატის თქმით, ხოფის ბაზრობის ხანძართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

“ფოთელიძე არის დაკავებული, თუმცა რა ბრალდებითაა დაკავებული, უცნობია, რადგან მე არ მომეცა საშუალება საქმის გამომძიებელს ან ზედამხედველ პროკურორს შევხვედროდი. რაც შეეხება, დანარჩენ დაკავებულ პირებს, როგორც მაქვს ინფორმაცია, ისინი გათავისუფლებული არიან. საქმის ზედამხეველ  პროკურორს გათიშული ჰქონდა ტელეფონი და უშუალოდ გამომძიებელს ავთანდილ გოგიაშვილს გათიშული ჰქონდა ტელეფონი. საგამოძიებო ჯგუფში მონაწილე გამომძიებლებს ვუკავშირდებოდი, რომლებიც აცხადებდნენ, ჩემთან არ არის, ჩემთან არ არისო”, -ამბობს ადვოკატი.

 

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შემდეგ შს სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში მოწმის სახით დასაკითხად სამი მოქალაქე მიიყვანეს. ხანძარი ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე 7 დეკემბერს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლის კერა პიროტექნიკის მაღაზია იყო, რომლის აფეთქების შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებსაც მოედო. ბაზრობაზე დასაქმებული მოქალაქეების ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკის მაღაზიის მიმდებარედ ელექტროშედუღება, ე.წ. „სვარკა“ გახდა. გაჩენილი ხანძრის შემდეგ ორი ადამიანი დაიღუპა. სხვა ზიანი ჯერჯერობით დათვლილი არ არის. გამოძიება  187-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი