10:30 – პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში მოწვეულ მრჩეველებთან. თბილისი, პარლამენტის კომიტეტის სათათბირო ოთახი (N636).
11:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკადრო ცვლილებები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების შეხვედრა დარგის ექსპერტებთან. თბილისი, პარლამენტის კომიტეტის სათათბირო ოთახი (N636).
12:00 სთ-ზე „პირველ პრესკლუბში”, „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ნინო ისაკაძე, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საქართველოს პარლამენტში, ორგანიზაციის მიერ საქართველოს შრომის კოდექსში სტაჟირების სამართლებრივ რეგულაციასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის გამზირი №116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
12:00 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმოადგენს საქართველოში აზარტული თამაშების ბაზრის კვლევის პირველ შედეგებს. კვლევაში წარმოდგენლია ამ ბაზრის ძირითადი მახასიათებლები, სტატისტიკური მონაცემები, ბაზრის ძირითადი მოთამაშეები და მათი მფლობელების შესახებ ზოგიერთი საინტერესო ინფორმაცია. სასტუმრო „თბილისი-მარიოტი” რუსთაველის გამზირი #13, თბილისი
12 საათზე სასტუმრო „ტიფლის პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით წარმოადგენს ბავშვის უფლებების ცენტრის 2014–2017 წლების სტრატეგიას, რომელიც შემუშავებულია საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად და ემსახურება ცენტრისგაძლიერებას.
12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციის „KEK”-ის გენერალური დირექტორი აცუტო სუზუკი მაღალი ენერგიის ფიზიკის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მისამართი: დ. უზნაძის #52
12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბის” სტუმარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იქნება. თემა: როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2015 წელს და როგორი იქნება თხის წელი სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00 საათზე, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე მედიას დაგეგმილი ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას გააცნობს. თბილისში დიდი ალიისა და 25-წლიანი კავშირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება და „ქართველ შინდლერზე“ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება. (მის. თბილისი, რუსთაველის გამზ. N22, მესამე სართ.)
14:00 საათზე, სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს კვლევის „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკა“ პრეზენტაციას.
14:00 საათი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში 2 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მის: თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი #1 სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“.
15:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი