“ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მმართველობა დამკვიდრდეს და დასრულდეს დემოკრატი თუ ნაკლებად დემოკრატი ლიდერების მმართველობა.
ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი მოთამაშე საქართველოს ძლიერი მოქალაქე უნდა იყოს. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი და აღარ უნდა მოხდეს ისე, რომ არჩევნებში წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებული იყოს ძლიერ ლიდერებზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, ფულზე, გარე ფაქტორებზე, სხვა ქვეყნებზე და ასე შემდეგ.
იმისთვის, რომ მოქალაქე იყოს ძლიერი, ჩვენ დარჩენილ ორ წელიწადში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კოალიცია “ქართულ ოცნებაში”, ვისთან ერთადაც 2012 წელს წარმოუდგენელ წარმატებას მივაღწიეთ, უნდა დავასრულოთ იმ საკითხების მოგვარება, რასაც ქართველ ხალხს დავპირდით. ამ თვალსაზრისით რესპუბლიკური პარტია პირდება თავის პარტნიორებს, რომ უფრო ენერგიული, უფრო მშრომელი და პრინციპული იქნება და ამასვე ელის ყველა პარტნიორისგან. ჩვენ კოალიციის ფარგლებში ძალიან კონკრეტული ინიციატივები გვექნება.
მომავალი ჩვენ წარმოგვიდგენია კოალიციებში, მაგრამ თვისობრივად ახალ კოალიციებში, როგორიც დამკვიდრებულია ევროპაში, როცა კოალიციური შეთანხმებაა განმსაზღვრელი.
ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ რესპუბლიკურ პარტიას ძალიან მნიშვენლოვანი პოლიტიკური ამოცანა აქვს: ლიბერლაური, თავისუფლების იდეების კიდევ უფრო გავრცელება ქვეყანაში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.