ახალი ამბები

ჩრდილოკორეა უარყოფს Sony-ზე კიბერშეტევას კიმ ჩენ ინზე გადაღებული კომედიის გამო (ვიდეო)

7 დეკემბერი, 2014 •
ჩრდილოკორეა უარყოფს Sony-ზე კიბერშეტევას კიმ ჩენ ინზე გადაღებული კომედიის გამო (ვიდეო)

 

გასულ კვირას Sony Pictures-ზე ჰაკერებმა მიიტანეს იერიში და კომპანიის მიერ მომზადებული, მაგრამ ჯერ გაყიდვაში არგამოსული ფილმები განათავსეს ონლაინ. ჰაკერული თავდასხმა Sony Pictures-ის თანამშრომლებსაც შეეხო, რადგან მათი ნაწილის ხელფასის შესახებ ინფორმაცია, ასევე, დაზღვევის კოდები გახდა საჯარო. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც უახლოეს დღეებში Sony Pictures-ის ახალი ფილმის: The Interview – პრემიერმა უნდა გაიმართოს. კომედიაში ჩრდილოკორეის ლიდერი კიმ ჩენ ინია გაშარჟებული. სიუჟეტის მიხედვით, ჯეიმს ფრანკოს და სეტ როგენის გმირები ფხენიანში მიემგზავრებიან კიმ ჩენ ინთან ინტერვიუს ასაღებად.


ინტერვიუს პოსტერი
ინტერვიუს პოსტერი

ჩრდილოკორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ ფილმი “ტერორისტულ აქტად” შეაფასა, თუმცა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კიბერ-შეტევის უკან ფხენიანი დგას, ჭორი უწოდა. თუმცა ბი-ბი-სის ცნობით, ჩრდილოკორეის განცხადებით მიხედვით, მსოფლიოში ფხენიანის ხელისუფლების მიმართ სიმპათიით განწყობილი, ან უბრალოდ ჩრდილოკორეის მხარდამჭერი უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც ამ კიბერ-შეტევის განხორციელება შეეძლო.


კიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი

კიბერშეტევის საქმეზე გამოძიებას ეფ-ბი-აი აწარმოებს, ხოლო The Interview-ს პრემიერა დეკემბრის ბოლოსკენ შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი