გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ანთიძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც შეეხება სოლოღაშვილს, ის 2012 წლის დეკემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს.