“მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ ვაკანტური იყო სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობა. ამ პოზიციას დაიკავებს დავით სუჯაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
დავით სუჯაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის 27 დეკემბერს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა, როცა ამ პოსტიდან გელა ბეჟუაშვილი დაითხოვა. 2012 წელს კი იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. მაშინ შს მინისტრის თანამდებობაზე ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობდა. 1999–2012 წლებში სუჯაშვილი საქართველოს დაზვერვის სამსახურში იყო დასაქმებული.
უსაფრთხოების საბჭოს პრემიერი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
