ახალი ამბები

პრემიერმა ეკონომიკური საბჭოს მდივანი შეცვალა

5 დეკემბერი, 2014 •
პრემიერმა ეკონომიკური საბჭოს მდივანი შეცვალა

“ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს ჩაიბარებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია. ის ასევე შეინარჩუნებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. რომან ჩხენკელმა, რომელმაც საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და შექმნა ეფექტური სტრუქტურა, არაერთხელ თავად ითხოვა ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტის დატოვება. პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა მისი ეს თხოვნა.

 

რაც შეეხება გიორგი გახარიას, იგი 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნესსექტორთან, ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და კარგად იცის ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსგან სჭირდება”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ლარი უფასურდება, რასაც სპეციალისტების შეფასებით, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, არასწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა. ოპოზიცია ითხოვს მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადაყენებას. თუმცა პრემიერმა ამ დროისთვის ჯერ მხოლოდ ეკონომიკური საბჭოს მდივანი შეცვალა, ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ “ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი დანიშნა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი