ახალი ამბები

ივანიშვილი უკრაინაში დანიშნულ ყოფილ მაღალჩინოსნებს წარმატებას უსურვებს

4 დეკემბერი, 2014 •
ივანიშვილი უკრაინაში დანიშნულ ყოფილ მაღალჩინოსნებს წარმატებას უსურვებს

“მე არ ვთვლი, რომ გაფუჭდება ამით ურთიერთობა. თეორიულად, ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩვენი მოქალაქის წარმატებას, სადაც არ უნდა იყოს,”– განაცხადა ივანიშვილმა.

 

ყოფილი პრემიერ–მინისტრის განცხადებით, დამიშნულ მაღალჩინოსნებს უსურვებს, რომ არ გაიმეორონ ის შეცდომები, რაც საქართველოში დაუშვეს:

 

“ის, რომ თანამდებობაზე დაინიშნენ ისინი, ვისაც საქართველში წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ, რა თქმა უნდა, მეც ვუსურვებდი მათ, რომ ის შეცდომები, რაც მათ საქართველოში დაუშვეს, უკრაინაში აღარ გაიმეორონ და იქ წარმატებისთვის მიეღწიოთ. ჭეშმარიტი და არა ფორმალური და არა ყალბისთვის,”– განაცხადა ივანიშვილმა.

 

საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად 2 დეკემბერს დაინიშნა. ასევე, კვიტაშვილის თქმით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად უკვე დაინიშნა საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკა ზღულაძე. გარდა ამისა, ალქსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრისა და “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ლადო გურგენიძის იმ საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობის მიღების შესახებ, რომელიც უკრაინაში ახლა იქმნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი