ახალი ამბები

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

14 ივნისი, 2019 • 3720
თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

დღეს, 14 ივნისს, ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო მძღოლი, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა, დაშავდა. მომხდარზე ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში:

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი, 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში”, – აცხადებს შსს.

სამინსიტროს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თუშეთის გზიდან ტურისტების ავტომობილი გადავარდა, რასაც ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

თუშეთის გზიდან ტურისტების ავტომობილი გადავარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი