ნოდარ ებანოიძის განცხადებით, კომიტეტი მინისტრებისგან ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიშს მალე მოისმენს, თუმცა კონკრეტულდ როდის, ჯერ არ იცის. ებანოიძე არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი მიმართულებით მდგომარეობა იქნება რთული.
ნეტგაზეთის კითხვაზე, დადგება თუ არა რომელიმე მინისტრის პასუხიმგებლობის საკითხი, ებანოიძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას შესაბამისი არგუმენტები სჭირდება:
“ნოდარ ხადურმა გუშინ განაცხადა, რომ ბიუჯეტი სრულდება და სათანადო პარამეტრები წარმოადგინა, აქედან გამომდინარე შიდა ფაქტორები ლარის კურსთან მიმართებაში არის მინიმალიზებული.”
ნეტგაზეთის კითხვას, მოუწევს თუ არა დამატებითი ხარჯების გაწევა ნოდარ ხადურს, რადგან მის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 8 თვის შესრულების მიხედვით ხარჯებში მნიშვნელოვანი გარღვევაა, დღეს კი ხადური აცხადებს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი შესრულდება, პარლამენტარი პასუხობს, რომ შესაძლოა საბიუჯეტო ხარჯებში 3-დან 4%-მდე გარღვევა იყოს.
ნეტგაზეთის კითხვაზე, ინვესტიციები შემცირებისა და იმპორტის 10-ჯერ გაზრდის გამო შექმნილი უარყოფითი სალდოს გამო პაუხიმგებელი არის თუ არა ფინანსთა სამინისტრო, პასუხობს:
“ჩვენ ამ საკითხების გარკვევის პროცესში ვართ. ეს ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლარის კურსზე. თუმცა ეს არ არის ფინანსთა სამინისტროს კომპეტენცია და ამ საკითხებს არეგულირებს ეკონომიკის სამინისტრო. ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ პარლამენტში, რათა გავაძლიეროთ მონიტორინგი. ვთვლი, რომ ზოგიერთი მიმართულებით მდგომარეობა იქნება რთული.”