ახალი ამბები

ანტიტერორისტული ოპერაცია გროზნოში – დაღუპულთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება

4 დეკემბერი, 2014 •
ანტიტერორისტული ოპერაცია გროზნოში – დაღუპულთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება

ოფიციალური ინფორმაციითვე, 4 დეკემბრის ღამეს ე.წ. ბოევიკები ქალაქ გროზნოში რამდენიმე ობიექტს თავს დაესხნენ. მთელი ღამის განმავლობაში ჩეჩნეთის დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად სროლის სხმა ისმოდა. ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადა. თვითმხილველთა თქმით, ქალაქში ჯავშანტექნიკა შეიყვანეს. 

 

ე.წ. ბოევიკებს, ხელისუფლების განცხადებით, პოლიციელთა უნიფორმა ეცვათ და მაშინ, როდესაც ისინი ავტომობილებით მიმალვას ცდილობდნენ, სამართალდამცავებთან შეტაკების დროს, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა. დაღუპულ პოლიციელთა შესახებ რუსულ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. რამდენიმე საინფორმაციო წყაროს ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 7 პოლიციელი დაიღუპა. იქამდე გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით კი – 3, რომელთა ოჯახებს საკომპენსაციო თანხა 1 მილიონი რუბლის ოდენობით უკვე გადასცეს. გარდა ამისა, ინფორმაცია ვრცელდება 21 დაჭრილ პირზე, თუმცა, რომელ მხარეს წარმოადგენენ ისინი, უცნობია. 

 

პრეზიდენტის, რამზან კადროვის თქმით, ლიკვიდირებული არიან ის პირებიც, რომლებმაც გროზნოში #2 სკოლა და სტამბა დაიკავეს.

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, ანტიტერორისტული ოპერაცია გროზნოში გრძელდება და ხელისუფლება მოსახლეობას ქალაქში გასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს. 

 

ნოვაია გაზეტას მიერ გავრცელებული ვიდეომასალით ირკვევა, რომ სტამბა იწვის. 


 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი