ახალი ამბები

კვიტაშვილი: ლადო გურგენიძეს უკარაინაში საკოორდინაციო საბჭოს წევრობა შესთავაზეს

4 დეკემბერი, 2014 •
კვიტაშვილი: ლადო გურგენიძეს უკარაინაში საკოორდინაციო საბჭოს წევრობა შესთავაზეს

ალექსანდრე კვიტაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი2″–თან საუბარში ადასტურებს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ლადო გურგენიძესთან მიმდინარეობს: 

 

“ლადო გურგენიძეს ესაუბრნენ, საბჭო გაკეთდება. ზურაბ ადეიშვილზე ვერაფერს გეტყვიით. რაც შეეხება ეკა ზღულაძეს, ის უკრაინის შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.”

 

ლადო გურგენიძეს “ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობა უკავია. გურგენიძე “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. 2007-2008 წლებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.

 

„ლიბერთი ბანკის“ აქციათა  91,218  პროცენტს გურგენიძესთან ერთად  რუმინული კომპანია  “Rompetrol”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი  დინუ პატრიჩიუ ფლობდა, რომელიც ორი თვის წინ გარდაიცვალა და ბანკის სამეთვალყურე საბჭოში ცვლილებები განხორციელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი