“მე გამიკვირდა მისი დამოკიდებულება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში განხორციელდა ჩემს დროს, ჩემამდე და ჩემ მერე. თუ დღეს საქართველოში არის ნორმალური საავადმყოფო და საქართველოს მთავრობას აქვს საშუალება გააკეთოს უნივერსალური დაზღვევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არის მარტო იმიტომ, რომ ქსელი მუშაობს, მარტო იმიტომ, რომ უზარმაზარი საფუძველი ჩაეყარა თავის დროზე ამ სისტემის გამართვას”,- განაცხადა კვიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გუშინ, 2 დეკემბერს გადაცემა “ბარიერში” ისაუბრა:
“უკრაინელ ხალხს ვუსურვებ, რაც შეიძება სწრაფად ნახონ გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემაში, ამასობაში ბატონ კვიტაშვილს ვუსურვებ, რომ უკრაინაში მაინც მოახერხოს თავისი იდეების რეალიზება, ვინაიდან საქართველოში მინისტრობის დროს ამ დარგს მაინცდამაინც სიკეთე არ დატყობია”.