ახალი ამბები

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთოდ არ გვისაუბრია – აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე

14 ივნისი, 2019 • 1177
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთოდ არ გვისაუბრია – აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, 13 ივნისს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მას და კარასინს ანაკლიის პორტზე საერთოდ არ უსაუბრიათ.

აბაშიძე ამბობს, რომ “ვერ იტყვის“, თუ რა კავშირი აქვს რუსეთს ამ პორტთან. თუმცა შეხვედრამდე, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში კარასინმა თქვა, რომ მას “არ აწყობს” აშშ-ის ტონი რუსეთსა და ჩინეთზე ანაკლიის პორტის კონტექსტში

“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთოდ ეს თემა ჩვენს შეხვედრაზე დღეს არ განხილულა, არც წინა შეხვედრებზე საერთოდ ამაზე არ გვისაუბრია. საერთოდ, რა კავშირი აქვს რუსეთს ამ პორტთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს ნატოსთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან – ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება, სუვერენული არჩევანი. როდესაც რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება რაღაც განცხადებები მუქარის ტონით, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი. ასეთი ტონით მეზობელ ქვეყანას არ უნდა ელაპარაკებოდე“,- ამბობს ზურაბ აბაშიძე რუსთავი 2-თან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი