ახალი ამბები

აშშ ირანს ნავთობის ტანკერებზე თავდასხმაში ადანაშაულებს

13 ივნისი, 2019 • 1300
აშშ ირანს ნავთობის ტანკერებზე თავდასხმაში ადანაშაულებს

აშშ-ის  სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ომანის ყურეში ნავთობმზიდებზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა.

ამ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს,  რომლის თანახმადაც, შეერთებულმა შტატებმა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე დაადგინა, თუ რა ტიპის იარაღი იყო გამოყენებული.

ირანის ოფიციალურმა პირებმა ბიბისის განუცხადეს, რომ “ირანს კავშირი არა აქვს” აფეთქებასთან, რომელიც ხუთშაბათს დილით მოხდა.

ეკიპაჟის ათობით წევრი გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც აფეთქება მოხდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებად ნავთობის მარშრუტზე აფეთქებებს წინ უძღოდა თავდასხმა ოთხ ტანკერზე, რომელიც ერთი თვის წინ მოხდა. მაშინაც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა, ირანმა კი უარყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი