„საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან -ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს კიდევ ამატებს

ამერიკული  ჯგუფის  „Black Eyed Peas“  კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე  ბილეთები სრულად გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო  მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა.  „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად,  თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია  Georgian Railway Tickets  და  Biletebi.ge  მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი