ახალი ამბები

ქალ მაშველებზე ქილიკი სამწუხარო და სამარცხვინოა – ჩუგოშვილი

13 ივნისი, 2019 • 2332
ქალ მაშველებზე ქილიკი სამწუხარო და სამარცხვინოა – ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სამწუხარო და სამარცხვინოა იმ შეფასებების ნახვა, რომლებიც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მოჰყვა პირველი ქართველი ქალი მაშველების გამოჩენას ბათუმის სანაპირო ზოლზე.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული მიდგომების სიმძიმეს და სიახლისადმი მიუღებელ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალებს ეხება საქმე.

მინდა გოგონებს მადლობა გადავუხადო ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში ჩართვისთვის და ვუსურვო წარმატებები! ძალიან მაგრები ხართ!” – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

დღეს სამაშველო სამსახურმა მედიას 9 ქალი მაშველი წარუდგინა, რომელთა უმეტესობაც სტუდენტია. წელს პირველად, ქალი მაშველები კაცებთან ერთად იმუშავებენ მთელი სეზონის განმავლობაში.  ქალები ჯერჯერობით გადამზადებას გაივლიან. წვრთნები დღეს, 13 ივნისს დაიწყო.

ქალი მაშველების გამოჩენას საზოგადოების გარკვეული ნაწილი სექსისტური კომენტარებით გამოეხმაურა ფეისბუკში. იყო დამცინავი კომენტარები მაშველი გოგონების  გარეგნობაზე, ტანსაცმელზე, მიუხედავად იმისა, რომ იმავე უნიფორმას ატარებენ კაცი მაშველები უკვე წლებია.

“ასეთს არ ველოდი”, “ქალმა როგორ უნდა დამიცვას”, “ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ კარგი” და მსგავსი შინაარსის კომენტარები. რა განაპირობებს ქალების მიმართ მომხმარებლურ დამოკიდებულებას და რატომ მოეთხოვება ქალს ყველა პოზიციაზე არა პროფესიონალიზმი, არამედ სექსუალურობა?!

ვრცლად:

რატომ სთხოვენ ქალ მაშველებს სექსუალურობას და სიშიშვლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი