ახალი ამბები

შვიდქალა და შვიდკაცა საქართველოს ნაკრებები დუბაიში

2 დეკემბერი, 2014 • 4337
შვიდქალა და შვიდკაცა საქართველოს ნაკრებები დუბაიში

ისინი მონაწილეობას მიიღებენ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ოლიმპიური შვიდკაციანი რაგბის საერთაშორისო ტურნირში “Dubai Rugby Sevens”. რომელიც 4, 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.

 

ტურნირი კომერციული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში მონაწილეობენ, როგორც სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებები, ასევე- კლუბებიც.

 

საქართველოს შვიდკაცა დუბაის ტურნირში ყოველ წელს მონაწილეობს. შვიდქალა ნაკრები კი მეორედ მიემგზავრება, რომლის შემადგენლობაში ერთ-ერთი მოთამაშე დებიუტანტია. სალომე მაკასარაშვილი პირველად ითამაშებს დუბაის ტურნირში.

 

საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრები

 

 

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები

 

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ საერთაშორისო ტურნირებზე. შევხვდეთ ძლიერ მოწინააღმდეგეს, დავხვეწოთ ჩვენი თამაში, დავინახოთ, სად გვაქვს პრობლემები და მერე, ანალიზის შედეგად დავიწყოთ ამ პრობლემების გამოსწორება. ეს არის მოსამზადებელი ტურნირი, სადაც გამოცდილებას მიიღებენ ჩვენი მორაგბეები. ტურნირი დაგვეხმარება ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაში, რომელიც მაისში გაიმართება“ – ამბობს შვიდქალა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურიძე.

 

4 დეკემბერს ქალთა გუნდების შეხვედრები გაიმართება. ქალთა თამაშის განრიგის მიხედვით საქართველოს ნაკრები ოთხ დეკემბერს  სამ შეხვედრას გამართავს. კაცთა თამაშის განრიგით შვიდკაცა გუნდები 5 დეკემბერს დაიწყებენ თამაშს, საქართველოს შვიდკაცა ამ დღეს „SAMURAI“-თან „The Royals“-თან და პოლონეთის ნაკრებთან ითამაშებს.

შვიდკაცა რაგბის თამაში წესების მიხედვით 15 წუთისგან შედეგება. თითო ტაიმი შვიდწუთიანია, ერთი წუთი კი, შესვენება.

მორაგბეები საქართველოში 6 დეკემბერს დაბრუნდებიან.

 

საქართველოს შვიდქალა ნაკრების შემადგენლობა

 

1 ანა პოღოსიანი

2 ქრისტინე გვაზავა

3 ბელა გოგსაძე

4 ანა ანდღულაძე

5 ნინო ელოშვილი

6 ნათია ცინცქილაძე

7 სალომე საღარაძე

8 ნათია გიორგაძე

9 სალომე მაკასარაშვილი

10 ანა კვაჭაძე

11 ქეთევან მოდებაძე

12 მარეხ მაისურაძე  

 

სამწვრთნელო შტაბი:

ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი 

ია ხურცილავა – მენეჯერი

 

 

საქართველოს შვიდკაცა ნაკრების შემადგენლობა 

 

1 თორნიკე თეგეთაშვილი (ხარები)

2 ანზორ სიჭინავა (აკადემია)

3 ლევან კალანდარიშვილი (აკადემია)

4 სოსო მათიაშვილი (აკადემია)

5 დავით გულიტაშვილი (ხარები)

6 ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი)

7 ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი)

8 გოდერძი ჭინჭარაული (ლოკომოტივი)

9 გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი)

10 ბექა ბებიაშვილი (ხარები)

11 გიორგი ბაბუნაშვილი (აია)

12 გიორგი ფრუიძე (აია)

 

სამწვრთნელო შტაბი: 

კახა ალანია – მთავარი მწვრთნელი

ზაზა ლეჟავა – მწვრთნელი

ნონო ანდღულაძე – მენეჯერი

ვახტანგ წიკლაური – ექიმი

სანდრო ჭეიშვილი – ვიდეო ანალიტიკოსი

მასალების გადაბეჭდვის წესი