პარალელურად სომხეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია იმართება. news.am-ის ინფორმაციით, ეროვნული კრების შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის პარტიების- “მემკვიდრეობა” და “ეროვნული თვითგამორკვევა” წარმომადგენლები.
შეკრებილები პარლამენტის შენობაში შესულ ყველა დეპუტატს სათითაოდ ეკითხებიან, სომხეთის მხარდამჭერია, თუ რუსეთის. გამოცემის ინფორმაციითვე, აქციის მონაწილეები პერიოდულად ყვiრიან- “მოღალატე.”
რატიფიცირების შემდეგ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი 2015 წლის 1 იანვრიდან იქნება.
| ||||