გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე მერსედესის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა და საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა.
პირველი სეტი ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე მოიგო, თუმცა მეორე და მესამე სეტები უნგრელის გამარჯვებით დასრულდა – 7:6, 2:6, 5:7.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-4 ნომრად იყო განთესილი და მეორე წრიდან ჩაერთო გათამაშებაში.
- მერსედესის თასის საპრიზო ფონდი 679 015 ევროა და ის ATP-ს 250-იანი სერიის ტურნირია.
- ტურნირში გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და 117 050 ევროს მიიღებს.
ბასილაშვილი და ფუჩოვიჩი მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც სამჯერ უნგრელმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზეა, ხოლო მარტონ ფუჩოვიჩი- 50-ზე.