“წარმოიდგინეთ, რამდენიმე მოსამართლეს ახლა ათწლიანი ვადა ეწურება. კონკურსის შედეგად ისინი უნდა გადავნიშნოთ სამი წლის ვადით. ეს ძალიან სასაცილოა იმიტომ, რომ ათი წელი როცა იმუშავა მოსამართლემ, ბუნებრივია, ჩვენ ყველა საფუძველი გავქვს მათზე პირდაპირ მივიღოთ გადაწყვეტილება. დავნიშნოთ ისინი უვადოდ, ან არ დავნიშნოთ. იმიტომ, რომ მის ათწლიან საქმიანობაში რაღაც კრიტერიუმების შესაბამისად არ ხდებოდა მუშაობა.
გვინდა, რომ საზოგადოება და ფართო წრეები, იურიდიული წრეები, მათ შორის პოლიტიკური ხელისუფლება, დავარწმუნოთ იმაში, რომ სამწლიანი დანიშვნა არ არის სწორი და ეს არის მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის მთავარი საფრთხის შემცველი”, – ამბობს კოტე კუბლაშვილი.
ეს განცხადება კუბლაშვილმა მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავების შესახებ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც დღეს, 11 საათზე დაიწყო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, კონფერენციის მიზანია მოსამართლეების დანიშვნისა და დაწინაურების სისტემის დახვეწისთვის მუშაობა. კონფერენციას უზენაესი სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოსამართლეები ესწრებიან.
2010 წელს “ზოგადი სასამართლოების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები უვადოდ განწესდებიან. თუმცა კანონმა დაადგინა, რომ მოსამართლე უვადოდ დანიშვნამდე არაუმეტეს სამწლიან გამოსაცდელ ვადას გადის. ცვლილება კანონშ, გიორგი მარგველაშვილის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდა. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს.